Smena STAT-1 - ფირსაკრავის სადგამი
950დეტალური აღწერა:
![]()
![]()
![]()
SMENA STAT-1 ოთხ განყოფილებიანი სადგამია, რომელიც უპირატესად ფირფიტის მსმენელთათვის შეიქმნა.
ზედა სართული განკუთვნილია ფირსაკრავისთვის, ხოლო მე-3 სართული - აუდიო გამაძლიერებლისთვის ან სხვა HiFi ტექნიკისათვის. ქვედა ორი სართული კი შეიძლება იქნას გამოყენებული ფირფიტების განსათავსებლად (დაახლოებით 100 ფირფიტა თითო სართულზე). SMENA STAT-1-ს გააჩნია სხვადასხვა ნახვრეტები აუდიო კაბელების გასატარებლად. ასევე, მარცხენა მხარეს უკეთდება ფირფიტების დამატებითი დასადები, ხოლო მარჯვნივ - ყურსასმენის საკიდი.
სტენდს აქვს ფუნქციონალური შეფუთვა , მოყვება დივაიდერები და პოსტერი .
სადგამი დამზადებულია საქართველოში, 18მმ სისქის მქონე ფანერისგან და მისი აწყობა მარტივად, სახლის პირობებშია შესაძლებელი. იგი ხელმისაწვდომია ორ ფერში (მუხა / კაკალი ) სადგამის სპეციალური რეგულირებადი ფეხები განკუთვნილია ვიბრაციის შესამცირებლად.